ბილეთი №1103 · გზაჯვარედინის გავლა
„S“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, უფლება აქვს მართოს:
- ასასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სასოფლო-სამეურნეო მანქანა
- ბსაგზაო-სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არის 6 კმ/სთ-ზე მეტი და 45 კმ/სთ-ზე ნაკლები, აგრეთვე „S“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან✓ სწორი პასუხი
- გ„S“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს
რატომ?
„S“ კატეგორიის უფლება გაძლევს საგზაო-სამშენებლო სამუშაოებისთვის განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის მართვას, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე 6 კმ/სთ-ზე მეტია და 45 კმ/სთ-ზე ნაკლები, ასევე „S“ კატეგორიის მანქანისა მისაბმელით.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ი) „S“ − სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა, აგრეთვე „S“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან. ამავე კანონია მე-5 მუხლის 79-ე პუნქტის თანახმად, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა - თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია საგზაო-სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად და რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არის 6 კმ/სთ-ზე მეტი და 45 კმ/სთ-ზე ნაკლები. სპეციალიზებულ თვითმავალ მანქანად არ ითვლება ავტომობილის ბაზაზე დამზადებული სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება.
უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი