ავტოსკოლა

ბილეთი №110 · შუქნიშნის სიგნალები

აქვს თუ არა უფლება ლურჯი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, შუქნიშნის ამ სიგნალზე?

აქვს თუ არა უფლება ლურჯი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, შუქნიშნის ამ სიგნალზე?
  1. ააქვს უფლება✓ სწორი პასუხი
  2. ბარ აქვს უფლება

რატომ?

მწვანე სიგნალი მოძრაობის ნებას რთავს, ამიტომ ლურჯი ავტომობილის მძღოლს გაგრძელება შეუძლია. მარცხნივ მოხვევისას ორმხრივ გზაზე სავალი ნაწილის ღერძს უნდა მიუახლოვდე, ხოლო მოხვევა ისე შეასრულო, რომ გადაკვეთიდან გამოსვლისას საპირისპირო მოძრაობის მხარეს არ აღმოჩნდე.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მწვანე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას. ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სხვა გზაზე გასასვლელად ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი აპირებს გზიდან გასვლას მარცხენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის ღერძს (ორმხრივმოძრაობიან გზაზე) ან სავალი ნაწილის მარცხენა კიდეს (ცალმხრივმოძრაობიან გზაზე), ხოლო თუ ის სხვა ორმხრივმოძრაობიან გზაზე აპირებს გასვლას, მოხვევა ისე უნდა შეასრულოს, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება საპირისპირო მოძრაობის მხარეს არ აღმოჩნდეს.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: შუქნიშნის სიგნალები