ბილეთი №1102 · ამკრძალავი ნიშნები
დაარღვევს თუ არა შავი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- ადაარღვევს
- ბარ დაარღვევს✓ სწორი პასუხი
რატომ?
„გასწრება აკრძალულია“ ყველაფერს არ კრძალავს: 30 კმ/სთ-ზე ნელა მოძრავ ტრანსპორტს, ასევე ველოსიპედს, მოპედსა და უეტლო მოტოციკლს (შემხვედრ ზოლში გადაუსვლელად) გაუსწრებ. ნიშნის მოქმედება უახლოეს გზაჯვარედინზე მთავრდება. ამიტომ ეს მოძრაობა წესს არ არღვევს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.20 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.20 „გასწრება აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრან¬სპორ¬ტო საშუალების გასწრებას, გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა. ნებადართულია გასწრება უეტლო მოტოციკლის, მოპედის და ველოსიპედის შემხვედრ მოძრაობის ზოლში გადაუსვლელად. ამავე თავის შენიშვნის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ე) 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით