ავტოსკოლა

ბილეთი №1119 · გზაჯვარედინის გავლა

აქვს თუ არა უფლება „CE“ ან „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, აგრეთვე მართოს „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება?

  1. ააქვს უფლება✓ სწორი პასუხი
  2. ბარ აქვს უფლება

რატომ?

„CE“ ან „DE“ კატეგორიის, ასევე „C1E“ ან „D1E“ ქვეკატეგორიის უფლების მქონე პირს „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვაც შეუძლია.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „CE“ ან „DE“ კატეგორიის, აგრეთვე „C1E“ ან „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.

უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გზაჯვარედინის გავლა