ბილეთი №1118 · გზაჯვარედინის გავლა
„DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, აგრეთვე რომელი ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვა შეუძლია?
- ა„C1E“
- ბ„D1E“✓ სწორი პასუხი
- გ„D1E“ და „C1E“
რატომ?
„CE“ ან „DE“ კატეგორიის უფლებით მინიჭებული კატეგორიის ფარგლებში დაწესებულ ქვეკატეგორიასაც მართავ. ამიტომ „DE“ კატეგორიით „D1E“ ქვეკატეგორიასაც მართავ.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „CE“ ან „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს მინიჭებული კატეგორიის ფარგლებში დაწესებული „C1E“ ან „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.
უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი