ავტოსკოლა

ბილეთი №129 · გზაჯვარედინის გავლა

რომელი სატრანსპორტო საშუალების მიმართ სარგებლობს უპირატესობით მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში:

რომელი სატრანსპორტო საშუალების მიმართ სარგებლობს უპირატესობით მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, ისრის მიმართულებით მოძრაობის…
  1. ამხოლოდ მოტოციკლის მიმართ✓ სწორი პასუხი
  2. ბმხოლოდ ყვითელი ავტომობილის მიმართ
  3. გროგორც მოტოციკლის, ასევე ყვითელი ავტომობილის მიმართ

რატომ?

მარცხნივ მოხვევისას გზას უთმობ საპირისპირო მხრიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მიმავალს, თანაბარ გზებზე კი მარჯვნიდან მოახლოებულს. ამ წესებით მსუბუქი მხოლოდ მოტოციკლის მიმართ სარგებლობს უპირატესობით.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა; დ) მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრა¬ნსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარ¬მნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.

უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გზაჯვარედინის გავლა