ბილეთი №134 · გზაჯვარედინის გავლა
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი ავტომობილებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- აჯერ უნდა გაიაროს რუხმა ავტომობილმა, შემდეგ - ყვითელმა ავტომობილმა, ბოლოს - წითელმა ავტომობილმა
- ბჯერ უნდა გაიაროს ყვითელმა ავტომობილმა, შემდეგ - რუხმა ავტომობილმა, ბოლოს - წითელმა ავტომობილმა
- გჯერ უნდა გაიაროს რუხმა ავტომობილმა, შემდეგ - წითელმა ავტომობილმა, ბოლოს - ყვითელმა ავტომობილმა✓ სწორი პასუხი
რატომ?
მეორეხარისხოვან გზაზე მთავარიდან მოახლოებულს უთმობ, თანაბარ გზებზე კი — მარჯვნიდან მომავალს. თუ მთავარი გზა გზაჯვარედინზე მიმართულებას იცვლის, ერთი გზის მძღოლები ერთმანეთს ამავე მარჯვენა ხელის წესით უთმობენ. ამ წესებით ჯერ რუხი გადის, მერე წითელი, ბოლოს ყვითელი.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; ბ) თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, ამ გზაზე მოძრავმა მძღოლებმა ურთიერთშორის უნდა იხელმძღვანელონ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გავლის წესებით. ამავე წესებით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავმა მძღოლებმაც; გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.
უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი