ბილეთი №128 · გზაჯვარედინის გავლა
რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- ათეთრი ავტომობილის მძღოლს
- ბწითელი ავტომობილის მძღოლს✓ სწორი პასუხი
რატომ?
მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავმა მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულს, საითაც არ უნდა გაემართოს ის. წითელი ავტომობილი მეორეხარისხოვან გზაზეა, ამიტომ გზა მან უნდა დაუთმოს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა.
უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი