ბილეთი №504 · გზაჯვარედინის გავლა
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- აჯერ უნდა გაიაროს მოპედმა, შემდეგ - ტრამვაიმ, ბოლოს - მსუბუქმა ავტომობილმა
- ბჯერ უნდა გაიაროს ტრამვაიმ, შემდეგ - მოპედმა, ბოლოს - მსუბუქმა ავტომობილმა✓ სწორი პასუხი
- გჯერ უნდა გაიაროს ტრამვაიმ, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - მოპედმა
რატომ?
მეორეხარისხოვანი გზიდან მოსული უთმობს გზას მთავარი გზიდან მოახლოებულს. მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას კი გზა უნდა დაუთმო საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავს. ამ ორი წესით ჯერ ტრამვაი გადის, მერე მოპედი, ბოლოს მსუბუქი ავტომობილი.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; დ) მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრა¬ნსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარ¬მნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.
უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი