ავტოსკოლა

ბილეთი №13 · გზაჯვარედინის გავლა

ისრების გადაკვეთის ადგილზე გზის დათმობის ვალდებულება წარმოექმნება:

ისრების გადაკვეთის ადგილზე გზის დათმობის ვალდებულება წარმოექმნება:
  1. აწითელი ავტომობილის მძღოლს✓ სწორი პასუხი
  2. ბლურჯი ავტომობილის მძღოლს

რატომ?

როცა მანქანები ერთმანეთის გზას კვეთენ და გავლის რიგს არაფერი განსაზღვრავს, მარჯვენა ხელის წესი მოქმედებს: გზას უთმობ მარჯვნიდან მომავალს. ლურჯი წითელს მარჯვნიდან უახლოვდება, ამიტომ წითელმა უნდა დაუთმოს. ნიშანი „დაუთმე გზა“ მხოლოდ იმ გადაკვეთაზე მოქმედებს, რომლის წინაც დგას.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ტრაექტორიები იკვეთება, ხოლო გავლის რიგითობა განსაზღვრული არ არის, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მას მარჯვნიდან უახლოვდება. ამავე კანონის პირველი დანართის მე-2 თავის 2.3 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 2.3 „დაუთმე გზა” - გზა, რომელზე მოძრავი მძღოლიც ვალდებულია გზა დაუთმოს გადა¬სა¬კვეთ გზაზე მოძრავ მძღოლს, ამავე თავის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად 2.3 და 2.4 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი.

უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გზაჯვარედინის გავლა