ავტოსკოლა

ბილეთი №26 · გზაჯვარედინის გავლა

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
  1. აჯერ უნდა გაიაროს მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - კვადროციკლმა, ბოლოს - ავტობუსმა
  2. ბჯერ უნდა გაიაროს კვადროციკლმა, შემდეგ - ავტობუსმა, ბოლოს - მსუბუქმა ავტომობილმა✓ სწორი პასუხი
  3. გჯერ უნდა გაიაროს ავტობუსმა, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - კვადროციკლმა

რატომ?

მარცხნივ მოხვევისას საპირისპირო მხრიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავს უთმობ, საცხოვრებელი ზონიდან გამოსვლისას კი გადაკვეთებზე ყველას უთმობ. ამ ორი წესით პირველი გადის კვადროციკლი, მერე ავტობუსი, ბოლოს მსუბუქი.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრა¬ნსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარ¬მნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ზონიდან გამოსვლისას საგზაო მოძრაობის მონაწილემ, გადაკვეთებზე გზა უნდა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს.

უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გზაჯვარედინის გავლა