ავტოსკოლა

ბილეთი №29 · გზაჯვარედინის გავლა

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
  1. აჯერ უნდა გაიაროს ყვითელმა ავტომობილმა, შემდეგ - სატვირთო ავტომობილმა, ბოლოს - ლურჯმა ავტომობილმა
  2. ბჯერ უნდა გაიაროს ლურჯმა ავტომობილმა, შემდეგ - სატვირთო ავტომობილმა, ბოლოს - ყვითელმა ავტომობილმა
  3. გჯერ უნდა გაიაროს ყვითელმა ავტომობილმა, შემდეგ - ლურჯმა ავტომობილმა, ბოლოს - სატვირთო ავტომობილმა✓ სწორი პასუხი

რატომ?

ვისაც დაბრკოლება მისი მხრიდან უშლის ხელს, ის შემხვედრს უთმობს. ნიშანი „დაუთმე გზა“ გეუბნება: გაატარე გადასაკვეთ გზაზე მოძრავი, ნიშანი „შემხვედრი მოძრაობის უპირატესობა“ — გაატარე შემხვედრი. ამ წესებით რიგია: ყვითელი, ლურჯი, სატვირთო.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემხვედრის გვერდის აქცევისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა გვერდიდან უნდა დატოვოს საკმარისი თავისუფალი სივრცე და აუცილებლობის შემთხვევაში გზის სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან ახლოს უნდა იმოძრაოს. ამასთანავე, თუ მისი მოძრაობა მის მხარეს დაბრკოლების ან სხვა საგზაო მონაწილეების არსებობის გამო გართულდება, მან უნდა შეანელოს მოძრაობა და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს, რათა გაატაროს შემხვედრი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებები. ამავე კანონის პირველი დანართის 2.3 და 2.5 პუნქტების თანახმად: საგზაო ნიშანი 2.3 „დაუთმე გზა” აღნიშნავს გზას, რომელზე მოძრავი მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გადა¬სა¬კვეთ გზაზე მოძრავ მძღოლს, ხოლო 8.13 დაფის არსებობისას – მთავარ გზაზე მოძრავ მძღოლს. 2.3. ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება წინასწარ გზაჯვარედინამდე 150-300 მ. მანძილზე 8.1.1 დაფით, თუ გზაჯვარედინის წინ დადგმულია ნიშანი 2.3, ან 8.1.2 დაფით, თუ გზაჯვარედინის წინ დადგმულია 2.4 ნიშანი. საგზაო ნიშანი 2.5 „შემხვედრი მოძრაობის უპირატესობა” - უკრძალავს მძღოლს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ეს აძნელებს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას. მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს შემხვედრ სატრან¬სპორტო საშუალებას, რომელიც მოპირდაპირე მისასვლელთან ან გზის ვიწრო მონაკვეთზე იმყოფება.

უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი

ნიშნები ამ ბილეთში

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გზაჯვარედინის გავლა