ავტოსკოლა

ბილეთი №20 · გზაჯვარედინის გავლა

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლია ვალდებული, ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში გზა დაუთმოს ქვეითებს?

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლია ვალდებული, ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში გზა დაუთმოს ქვეითებს?
  1. ამხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი
  2. ბმხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
  3. გმხოლოდ მოტოციკლის მძღოლი
  4. დსამივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი✓ სწორი პასუხი

რატომ?

როცა გადასასვლელს არც შუქნიშანი არეგულირებს, არც მარეგულირებელი, ყველა მძღოლმა უნდა შეანელოს და საჭიროებისას გაჩერდეს, რომ გადასასვლელზე შესულ ან შემავალ ქვეითს საფრთხე არ შეუქმნას. ეს სატვირთოსაც ეხება, მსუბუქსაც და მოტოციკლსაც: ქვეითი ყველაზე დაუცველია.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქვეითთა გადასასვლელზე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები: ბ) თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა არ რეგულირდება არც საგზაო შუქნიშნით, არც მარეგულირებლის მეშვეობით, მძღოლმა ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოებისას სათანადოდ უნდა შეამციროს სიჩქარე, რათა საფრთხე არ შეუქმნას ამ გადასასვლელზე შესულ ან შემავალ ქვეითებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდნეს და გაატაროს ქვეითები.

უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გზაჯვარედინის გავლა