ბილეთი №133 · მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
საერთაშორისო მოძრაობაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმებით (AETR) დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოს:
- ამხოლოდ ტექნიკურად გამართული ტაქოგრაფით მოძრაობა
- ბმხოლოდ შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა
- გროგორც ტექნიკურად გამართული ტაქოგრაფით მოძრაობა, ასევე შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა✓ სწორი პასუხი
რატომ?
საერთაშორისო მოძრაობაში მძღოლმა ევროპის შეთანხმების მიხედვით ტექნიკურად გამართული ტაქოგრაფით უნდა იმოძრაოს და შრომისა და დასვენების რეჟიმი დაიცვას. ტაქოგრაფი სწორედ ამ რეჟიმის კონტროლისთვისაა.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-19 პუნქტის თანახმად, საერთაშორისო მოძრაობაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია უზრუნველყოს „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმებით (AETR) დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ტექნიკურად გამართული საკონტროლო მოწყობილობით (ტაქოგრაფით) მოძრაობა, აგრეთვე შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა.