ბილეთი №140 · მარეგულირებლის სიგნალები
რომელი ავტომობილის მძღოლს აქვს უფლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, მარეგულირებლის ამ სიგნალზე?

- ამხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლს✓ სწორი პასუხი
- ბმხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლს
- გარცერთი ავტომობილის მძღოლს
- დორივე ავტომობილის მძღოლს
რატომ?
წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი „სდექ“ სიგნალს ნიშნავს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდიდან და ზურგიდან მოძრავი ყველასთვის. მარცხენა გვერდიდან ურელსო ტრანსპორტს ყველა მიმართულებით შეუძლია გავლა, მკერდის მხრიდან კი — მხოლოდ მარჯვნივ. ამიტომ გაგრძელება მხოლოდ თეთრს შეუძლია, წითელს — არა.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგუ¬ლირებლის ზურგის უკან.