ბილეთი №196 · მარეგულირებლის სიგნალები
რომელი ავტომობილის მძღოლს აქვს უფლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით მარეგულირებლის ამ სიგნალზე?

- ამხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლს
- ბმხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლს
- გორივე ავტომობილის მძღოლს✓ სწორი პასუხი
- დარცერთი ავტომობილის მძღოლს
რატომ?
წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი მარეგულირებლის მარცხენა გვერდიდან ავტომობილს ყველა მიმართულებით უშვებს, მკერდის მხრიდან კი მხოლოდ მარჯვნივ. ორივე ავტომობილის ისარი ნებადართულ მიმართულებას აჩვენებს, ამიტომ ორივეს აქვს უფლება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგუ¬ლირებლის ზურგის უკან.