ავტოსკოლა

ბილეთი №198 · მარეგულირებლის სიგნალები

ისრის მიმართულებით მოძრაობის უფლება აქვს:

ისრის მიმართულებით მოძრაობის უფლება აქვს:
  1. ამხოლოდ ავტომობილის მძღოლს
  2. ბმხოლოდ მოტოციკლისა და ავტომობილის მძღოლებს✓ სწორი პასუხი
  3. გმხოლოდ ტრამვაის მძღოლს
  4. დყველა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს

რატომ?

წინ გაშვერილი მარჯვენა ხელის დროს მარეგულირებლის მარცხენა გვერდიდან ურელსო სატრანსპორტო საშუალებას — მოტოციკლსა და ავტომობილს — ყველა მიმართულებით შეუძლია მოძრაობა, ტრამვაის კი მხოლოდ მარცხნივ. მკერდის მხრიდან ყველასთვის მხოლოდ მარჯვნივაა ნებადართული. აქ ისრის მიმართულებით უფლება მოტოციკლისა და ავტომობილის მძღოლებს აქვთ, ტრამვაის — არა.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგუ¬ლირებლის ზურგის უკან.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მარეგულირებლის სიგნალები