ავტოსკოლა

ბილეთი №197 · მარეგულირებლის სიგნალები

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს აქვს უფლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით მარეგულირებლის ამ სიგნალზე?

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს აქვს უფლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით მარეგულირებლის ამ სიგნალზე?
  1. ამხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლს✓ სწორი პასუხი
  2. ბმხოლოდ ტრამვაის მძღოლს
  3. გორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
  4. დარცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს

რატომ?

წინ გაშვერილი მარჯვენა ხელის დროს მარეგულირებლის მარცხენა გვერდიდან ურელსო ტრანსპორტს ყველა მიმართულებით შეუძლია გაგრძელება, მკერდის მხრიდან — მხოლოდ მარჯვნივ, მარჯვენა გვერდიდან და ზურგიდან კი არავის. ამ სიტუაციაში გაგრძელების უფლება მხოლოდ ყვითელს აქვს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგუ¬ლირებლის ზურგის უკან.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მარეგულირებლის სიგნალები