ბილეთი №1604 · შუქნიშნის სიგნალები
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- აყველა სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ
- ბმხოლოდ მეორე ტრამვაის და სატვირთო ავტომობილის მძღოლების მიმართ
- გმხოლოდ პირველი და მეორე ტრამვაის მძღოლების მიმართ✓ სწორი პასუხი
რატომ?
თანაბარ გზაჯვარედინზე ტრამვაი, როგორც რელსიანი ტრანსპორტი, ურელსოზე უპირატესობას იყენებს მიმართულების მიუხედავად. ამიტომ მსუბუქმა გზა მხოლოდ პირველ და მეორე ტრამვაის უნდა დაუთმოს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა ხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.