ბილეთი №48 · გზაჯვარედინის გავლა
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- ამხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლის მიმართ
- ბმხოლოდ ტრამვაის მძღოლის მიმართ
- გყველა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ
- დარც ერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ✓ სწორი პასუხი
რატომ?
მთავარ გზაზე მოძრავს მეორეხარისხოვანი გზიდან მოსული უთმობს. თუ მთავარი გზა გზაჯვარედინზე მიმართულებას იცვლის, მასზე მოძრავები ერთმანეთს მარჯვენა ხელის წესით უთმობენ. ამ წესებით მსუბუქ ავტომობილს არავისთვის არ უწევს გზის დათმობა.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; ბ) თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, ამ გზაზე მოძრავმა მძღოლებმა ურთიერთშორის უნდა იხელმძღვანელონ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გავლის წესებით. ამავე წესებით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავმა მძღოლებმაც.
უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი