ავტოსკოლა

ბილეთი №42 · გზაჯვარედინის გავლა

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის…
  1. ამხოლოდ მოტოციკლის მძღოლის მიმართ
  2. ბმხოლოდ ავტობუსის მძღოლის მიმართ✓ სწორი პასუხი
  3. გროგორც მოტოციკლის მძღოლის, ასევე ავტობუსის მძღოლის მიმართ

რატომ?

ორი წესი მუშაობს: მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი მთავარი გზიდან მომავალს უთმობს, მარცხნივ მოხვევისას კი საპირისპირო მხრიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მიმავალს. ამ წესებით მსუბუქმა გზა მხოლოდ ავტობუსს უნდა დაუთმოს, მოტოციკლს — არა.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; დ) მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრა¬ნსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარ¬მნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.

უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გზაჯვარედინის გავლა