ბილეთი №1666 · მოძრაობის უსაფრთხოება
ქვემოთ ჩამოთვლილ, რომელ მონაცემს არ უნდა შეიცავდეს ტვირთის გადაზიდვისათვის შედგენილი ზედნადები?
- ატვირთის გადაცემის დღესა და ადგილს, ასევე ტვირთის მიტანის ადგილს
- ბტვირთის სახეობის ჩვეულებრივ სახელწოდებასა და შეფუთვის სახეს, საფრთხეშემცველი ტვირთების დროს, მათ საყოველთაოდ აღიარებულ აღნიშვნას
- გტვირთის წონას ან სხვაგვარად აღნიშნულ რაოდენობას
- დზედნადები უნდა შეიცავდეს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა მონაცემს✓ სწორი პასუხი
რატომ?
ზედნადები უნდა შეიცავდეს ტვირთის გადაცემის დღესა და ადგილს, მიტანის ადგილს, ტვირთის სახელწოდებასა და შეფუთვის სახეს (სახიფათო ტვირთისას — მის საყოველთაოდ აღიარებულ აღნიშვნასაც), ასევე წონას ან რაოდენობას. ამიტომ ეს ყველა მონაცემი ზედნადებში უნდა იყოს.
კანონის ტექსტი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 674-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, ზედნადები უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: - დ. ტვირთის გადაცემის დღესა და ადგილს, ასევე ტვირთის მიტანის ადგილს; - ვ. ტვირთის სახეობის ჩვეულებრივ სახელწოდებასა და შეფუთვის სახეს, საფრთხეშემცველი ტვირთების დროს, მათ საყოველთაოდ აღიარებულ აღნიშვნას; - თ. ტვირთის წონას ან სხვაგვარად აღნიშნულ რაოდენობას.