ბილეთი №1667 · მოძრაობის უსაფრთხოება
ქვემოთ ჩამოთვლილ, რომელ მონაცემს არ უნდა შეიცავდეს ტვირთის გადაზიდვისათვის შედგენილი ზედნადები?
- ამისი გაცემის დღესა და ადგილს
- ბგადასაზიდი ტვირთების რაოდენობას, ნიშნებსა და ნომრებს
- გგადაზიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს (გადაზიდვის ფასს, დამატებით ხარჯებს, იმპორტის გადასახადებს და სხვა ხარჯებს, რომლებიც წარმოიშობა ხელშეკრულების დადებიდან ტვირთის მიტანამდე)
- დზედნადები უნდა შეიცავდეს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა მონაცემს✓ სწორი პასუხი
რატომ?
ზედნადები უნდა შეიცავდეს გაცემის დღესა და ადგილს, ტვირთების რაოდენობას, ნიშნებსა და ნომრებს, ასევე გადაზიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს. ამიტომ ყველა ეს მონაცემი ზედნადებში უნდა იყოს.
კანონის ტექსტი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 674-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტების თანახმად, ზედნადები უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: - ა. გაცემის დღესა და ადგილს; - ზ. გადასაზიდი ტვირთების რაოდენობას, ნიშნებსა და ნომრებს; - ი. გადაზიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს (გადაზიდვის ფასს, დამატებით ხარჯებს, იმპორტის გადასახადებს და სხვა ხარჯებს, რომლებიც წარმოიშობა ხელშეკრულების დადებიდან ტვირთის მიტანამდე).