ავტოსკოლა

ბილეთი №1686 · მოძრაობის უსაფრთხოება

გადამზიდველს შეუძლია ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას გადმოცალოს, მოსპოს ან გააუვნებელყოს ტვირთი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების გარეშე, თუ:

  1. ააღნიშნული ტვირთი არის საფრთხის შემცველი, რომლის საფრთხის შესახებაც გამგზავნის მიერ ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო მან არაფერი იცოდა✓ სწორი პასუხი
  2. ბარსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გამგზავნი დროულად ვერ უზრუნველყობს ტვირთის გადაზიდვის ღირებულების გადახდას

რატომ?

თუ ტვირთი საფრთხის შემცველია და გამგზავნის მიერ ინფორმაციის არმიწოდების გამო გადამზიდველმა ამის შესახებ არაფერი იცოდა, გადამზიდველს შეუძლია ნებისმიერ დროსა და ადგილას გადმოცალოს, მოსპოს ან გააუვნებელყოს იგი ზიანის ანაზღაურების გარეშე. გამგზავნი ამ ზიანსა და ხარჯებზე პასუხს აგებს.

კანონის ტექსტი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 691-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფრთხეშემცველი ტვირთი, რომლის საფრთხის შესახებაც გამგზავნის მიერ ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო გადამზიდველმა არაფერი იცოდა, გადამზიდველს შეუძლია ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას გადმოცალოს, მოსპოს ან გააუვნებელყოს იგი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების გარეშე; გამგზავნი ასევე აგებს პასუხს ამ ტვირთის გადასაზიდად გადაცემით ან გადაზიდვებით გამოწვეული ზიანისა და ხარჯებისათვის.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობის უსაფრთხოება