ავტოსკოლა

ბილეთი №1685 · მოძრაობის უსაფრთხოება

თუ გამგზავნი გზავნის საფრთხეშემცველ ტვირთს, მაშინ იგი ვალდებულია:

  1. აგადამზიდველს მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია და გააფრთხილოს ამ ტვირთის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში კი - დააზღვიოს ეს ტვირთი✓ სწორი პასუხი
  2. ბტვირთის გადაზიდვის პირობები წინასწარ შეათანხმოს საგადასახადო ორგანოსთან
  3. გშეასრულოს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა პირობა

რატომ?

საფრთხეშემცველი ტვირთის გაგზავნისას გამგზავნმა გადამზიდველს ზუსტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, ტვირთის შესახებ გააფრთხილოს და საჭიროებისას ტვირთი დააზღვიოს. ასე გადამზიდველმა იცის, რამდენად საშიშია ტვირთი.

კანონის ტექსტი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 691-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გამგზავნი გზავნის საფრთხეშემცველ ტვირთს, მაშინ იგი ვალდებულია გადამზიდველს მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია და გააფრთხილოს ამ ტვირთის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში კი - დააზღვიოს ეს ტვირთი. თუ ეს ვალდებულება არ არის შეტანილი ზედნადებში, მაშინ გამგზავნსა და მიმღებს ევალებათ სხვა საშუალებებით დაამტკიცონ, რომ გადამზიდველმა ზუსტად იცოდა ტვირთის სახეობა და მოსალოდნელი საფრთხე.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობის უსაფრთხოება