ავტოსკოლა

ბილეთი №486 · საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:
  1. ამხოლოდ A და C მიმართულებით
  2. ბმხოლოდ B და C მიმართულებით
  3. გმხოლოდ A და B მიმართულებით✓ სწორი პასუხი
  4. დმხოლოდ A მიმართულებით

რატომ?

ეს ნიშანი მიუთითებს, რომ გზაზე, რომელზეც გადიხარ, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისთვის ზოლია გამოყოფილი. სხვა ტრანსპორტს ამ ზოლზე მოძრაობა და გაჩერება ეკრძალება, ამიტომ მსუბუქით მხოლოდ იმ მიმართულებით წახვალ, სადაც ასეთი ზოლი არ არის.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.13.2 პუნქტის თანახმად 5.13.2 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე გასვლა“ - მიუთითებს 5.11 ნიშნით აღნიშულ გზაზე გასვლას და იდგმება ყველა გვერდითი შესასვლელის წინ. ნიშანი შეიძლება არა დაიდგას მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოსასვლელების გზასთან გადაკვეთებზე, იმ შემთხვევაში თუ ამ ტერიტორიებზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.11 ნიშნით აღნიშნულ გზიდან. ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სხვა გზაზე გასასვლელად ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი აპირებს გზიდან გასვლას მარცხენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის ღერძს (ორმხრივმოძრაობიან გზაზე) ან სავალი ნაწილის მარცხენა კიდეს (ცალმხრივმოძრაობიან გზაზე), ხოლო თუ ის სხვა ორმხრივმოძრაობიან გზაზე აპირებს გასვლას, მოხვევა ისე უნდა შეასრულოს, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება საპირისპირო მოძრაობის მხარეს არ აღმოჩნდეს.

უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით

ნიშნები ამ ბილეთში

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები