ბილეთი №337 · საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები
რომელი სატრანსპორტო საშუალებაა დაყენებული დგომის წესების დარღვევით?

- ამოტოციკლი
- ბთეთრი ავტომობილი✓ სწორი პასუხი
- გმწვანე ავტომობილი
- დყველა სატრანსპორტო საშუალება
რატომ?
ნიშანი „რეგულირებადი სადგომის ზონა“ ზონაში დგომას არეგულირებს, დამატებითი დაფა კი გიჩვენებს, როგორ უნდა დადგე სადგომზე. წესს ის მძღოლი არღვევს, ვინც დაფის მითითებას არ მისდევს — ამ სურათში თეთრი ავტომობილი.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის 5.29 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.29 „რეგულირებადი სადგომის ზონა“ - აღნიშნავენ ტერიტორიას, რომლის ფარგლებში რეგლამინტირებულია დგომა. ამავე დანართის 8.6.1-8.6.9 პენქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) 8.6.8 - განსაზღვრავს სადგომზე სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ხერხს; ამასთანავე, 8.6.1 დაფა მიუთითებს, რომ სადგომზე ყველა სატრანსპორტო საშუალება უნდა დადგეს სავალ ნაწილზე ტროტუარის გასწვრივ, ხოლო 8.6.2–8.6.9 დაფები მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის ტროტუართან მიმდებარე სადგომზე დაყენების ხერხზე.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით