ავტოსკოლა

ბილეთი №488 · საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:
  1. ამხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ
  2. ბმხოლოდ პირდაპირ და მარცხნივ
  3. გმხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)
  4. დმხოლოდ პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)✓ სწორი პასუხი

რატომ?

ეს ნიშანი მიუთითებს, რომ გზაზე, რომელზეც გადიხარ, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისთვის ზოლია გამოყოფილი. სხვა ტრანსპორტს ამ ზოლზე მოძრაობა და გაჩერება ეკრძალება, ამიტომ მარჯვნივ ვერ გადახვალ; პირდაპირ, მარცხნივ და მობრუნება კი შეგიძლია.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.13.2 პუნქტის თანახმად 5.13.2 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე გასვლა“ - მიუთითებს 5.11 ნიშნით აღნიშულ გზაზე გასვლას და იდგმება ყველა გვერდითი შესასვლელის წინ. ნიშანი შეიძლება არა დაიდგას მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოსასვლელების გზასთან გადაკვეთებზე, იმ შემთხვევაში თუ ამ ტერიტორიებზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.11 ნიშნით აღნიშნულ გზიდან. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გზაზე, სადაც 5.11, 5.13.1, 5.13.2 და 5.14 საგზაო ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისგან მონიშვნის წყვეტილი ხაზითაა გამოყოფილი, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე ამ ზოლის ასეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისას და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისას სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან, თუ ეს არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას.

უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით

ნიშნები ამ ბილეთში

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები