ბილეთი №192 · საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართლებით მოძრაობის შემთხვევაში?

- ამხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი
- ბმხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
- გორივე ავტომობილის მძღოლი
- დარცერთი ავტომობილის მძღოლი✓ სწორი პასუხი
რატომ?
ნიშანი „სატვირთო ავტომობილით მოძრაობის მიმართულება“ სატვირთოს, ტრაქტორსა და თვითმავალ მანქანას მხოლოდ რეკომენდებულ მიმართულებას უჩვენებს და არაფერს კრძალავს. მსუბუქისთვის ის საერთოდ არაა განკუთვნილი. ამიტომ, თუ მოხვევამდე დროულად დაიკავეს შესაბამისი განაპირა ზოლი, არც ერთი მძღოლი არღვევს წესს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასასვლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული, მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, აგრეთვე მობრუნების წინ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი. ამავე კანონის პირველი დანართის 7.15.1 – 7.15.3 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 7.15.3 „სატვირთო ავტომობილით მოძრაობის მიმართულება” - მიუთითებს სატვირთო ავტომობილის, ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანის მოძრაობის რეკომენდებულ მიმართულებას, თუ გზაჯვარედინზე ერთ-ერთი მიმართულებით მათი მოძრაობა აკრძალულია. ნიშნები იდგმება რეკომენდებული მიმართულების დასაწყისში გზაჯვარედინის წინ ან გზაჯვარედინამდე 100−150 მეტრ მანძილზე.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით