ბილეთი №200 · მარეგულირებლის სიგნალები
რომელი ავტომობილის მძღოლს აქვს უფლება გააგრძელოს მოძრაობა მარეგულირებლის ამ სიგნალზე?

- აორივე ავტომობილის მძღოლს
- ბმხოლოდ ავტობუსის მძღოლს
- გმხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
- დარცერთი ავტომობილის მძღოლს✓ სწორი პასუხი
რატომ?
ზემოთ აწეული ერთი ხელი ყველა მოძრაობის მონაწილისთვის „ყურადღება, სდექ“ სიგნალს ნიშნავს. გამონაკლისია მხოლოდ ის მძღოლი, ვისაც მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე უკვე ვეღარ შეუძლია გაჩერება, ან ვინც უკვე გზაჯვარედინზეა შესული. აქ არცერთი მძღოლი გამონაკლისში არ ხვდება, ამიტომ ორივემ უნდა გაჩერდეს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - ზემოთ აწეული ერთი ხელი − ეს ჟესტი ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის ნიშნავს „ყურადღება, სდექ“ სიგნალს, გარდა იმ მძღოლებისა, რომლებიც უკვე ვეღარ შეძლებენ გაჩერებას მკვეთრი დამუხრუჭებისა და საკმაო უსაფრთხოების პირობების დაცვით. გარდა ამისა, თუ ეს სიგნალი მიცემულია გზაჯვარედინზე, მძღოლს, რომელიც უკვე შესულია გზაჯვარედინზე, შეუძლია განაგრძოს მოძრაობა. ქვეითმა, რომელიც სიგნალის მიცემისას გზის სავალ ნაწილზე იმყოფება, უნდა გაათავისუფლოს იგი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − უნდა გაჩერდეს ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ხაზზე.