ავტოსკოლა

ბილეთი №199 · მარეგულირებლის სიგნალები

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს აქვს უფლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით მარეგულირებლის ამ სიგნალზე, თუ ოპერატიული სამსახურის ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს აქვს უფლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით მარეგულირებლის ამ სიგნალზე…
  1. ამხოლოდ ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლს
  2. ბმხოლოდ სატვირთო და წითელი მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს✓ სწორი პასუხი
  3. გყველა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს

რატომ?

ლურჯი მოელვარე ციმციმა ოპერატიულ ავტომობილს ზოგიერთი წესიდან გადახვევის უფლებას აძლევს, მაგრამ მარეგულირებლის სიგნალებზე ეს არ ვრცელდება. ამიტომ მისთვისაც იგივე სიგნალი მოქმედებს, რაც სხვებისთვის, და ისრის მიმართულებით მხოლოდ სატვირთოსა და წითელ მსუბუქს აქვს უფლება.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგუ¬ლირებლის ზურგის უკან; ამავე კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე, 31-ე−41-ე და 44-ე მუხლებით, აგრეთვე ამ კანონის №1 და №2 დანართებით დადგენილ მოთხოვნებს.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მარეგულირებლის სიგნალები