ავტოსკოლა

ბილეთი №213 · მარეგულირებლის სიგნალები

მარეგულირებლის ამ სიგნალზე მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გააგრძელოს მოძრაობა:

მარეგულირებლის ამ სიგნალზე მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გააგრძელოს მოძრაობა:
  1. ამხოლოდ A და C მიმართულებით
  2. ბარც ერთი მიმართულებით✓ სწორი პასუხი
  3. გმხოლოდ B და D მიმართულებით

რატომ?

განზე გაშვერილი ან ჩამოშვებული ხელები „სდექ“ სიგნალს ნიშნავს მათთვის, ვინც ხელებით ნაჩვენებ მიმართულებას კვეთს, ანუ მარეგულირებლის მკერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავებისთვის. ასეთი მძღოლი არც პირდაპირ გააგრძელებს და არც მოუხვევს — ნებას მხოლოდ გვერდებიდან მოძრავებს აძლევს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - განზე გაშვერილი ან ჩამოშვებული ხელები - ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს იმ საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის, რომლებიც, მათი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად, მოძრაობენ იმ მიმართულებით, რომელიც კვეთს მარეგულირებლის გაწვდილი ხელით ან ხელებით მინიშნებულ მიმართულებას; ამასთანავე, მარეგულირებლის მარჯვენა და მარცხენა გვერდების მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს პირდაპირ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს პირდა¬პირ და მარჯვნივ, ხოლო ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე.

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მარეგულირებლის სიგნალები