ბილეთი №212 · მარეგულირებლის სიგნალები
მარეგულირებლის ამ სიგნალზე მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გააგრძელოს მოძრაობა:

- აარც ერთი მიმართულებით✓ სწორი პასუხი
- ბმხოლოდ A და D მიმართულებით
- გმხოლოდ B და C მიმართულებით
რატომ?
ზემოთ აწეული ერთი ხელი ყველას „ყურადღება, სდექ“ სიგნალს აძლევს, ყველა მიმართულებიდან. ამიტომ არც ერთი მიმართულებით გაგრძელება არ შეიძლება. გამონაკლისია მხოლოდ მძღოლი, რომელსაც მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე გაჩერება უკვე აღარ შეუძლია.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - ზემოთ აწეული ერთი ხელი - ეს ჟესტი ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის ნიშნავს „ყურადღება, სდექ“ სიგნალს, გარდა იმ მძღოლებისა, რომლებიც უკვე ვეღარ შეძლებენ გაჩერებას მკვეთრი დამუხრუჭებისა და საკმაო უსაფრთხოების პირობების დაცვით. გარდა ამისა, თუ ეს სიგნალი მიცემულია გზაჯვარედინზე, მძღოლს, რომელიც უკვე შესულია გზაჯვარედინზე, შეუძლია განაგრძოს მოძრაობა. ქვეითმა, რომელიც სიგნალის მიცემისას გზის სავალ ნაწილზე იმყოფება, უნდა გაათავისუფლოს იგი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − უნდა გაჩერდეს ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ხაზზე.