ავტოსკოლა

ბილეთი №215 · მარეგულირებლის სიგნალები

თუ მარეგულირებელის სიგნალის მოთხოვნა ეწინააღმდეგება შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნებს, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებულნი არიან შეასრულონ:

  1. ამარეგულირებლის სიგნალის მოთხოვნები✓ სწორი პასუხი
  2. ბშუქნიშნის მაშუქი სიგნალის მოთხოვნები
  3. გსაგზაო მონიშვნის მოთხოვნები
  4. დსაგზაო ნიშნების მოთხოვნები

რატომ?

მარეგულირებლის სიგნალს შუქნიშანზე, ნიშნებსა და მონიშვნაზე უპირატესი ძალა აქვს. თუ ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მარეგულირებლის სიგნალს მიჰყევი, რადგან ის ადამიანია და რეალურ სიტუაციას ხედავს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვს უპირატესი ძალა შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნების და საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნების მიმართ. გზაჯვარედინზე მარეგულირებლის მიერ მოძრაობის რეგულირებისას ამკრძალავი და მიმთითებელი საგზაო ნიშნები აგრძელებს მოქმედებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მარეგულირებელი კონკრეტულად მიუთითებს მათი მოთხოვნების უგულებელყოფაზე.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მარეგულირებლის სიგნალები