ავტოსკოლა

ბილეთი №75 · შუქნიშნის სიგნალები

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ შუქნიშანი გამორთულია?

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ…
  1. აჯერ უნდა გაიაროს ავტობუსმა, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - მოტოციკლმა, ბოლოს - ტრამვაიმ
  2. ბჯერ უნდა გაიაროს ტრამვაიმ, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - ავტობუსმა და მოტოციკლმა✓ სწორი პასუხი
  3. გჯერ უნდა გაიაროს მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - ავტობუსმა, შემდეგ - ტრამვაიმ, ბოლოს - სატვირთო ავტომობილმა
  4. დჯერ უნდა გაიაროს მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - ტრამვაიმ, ბოლოს - ავტობუსმა და მოტოციკლმა

რატომ?

როცა შუქნიშანი გამორთულია, გზაჯვარედინი არარეგულირებულია. თანაბარმნიშვნელოვან გზებზე გზას უთმობ მარჯვნიდან მომავალს, ტრამვაის კი, როგორც რელსიან ტრანსპორტს, მიმართულების მიუხედავად უპირატესობა აქვს. ამიტომ ჯერ ტრამვაი გადის, მერე მსუბუქი, ბოლოს ავტობუსი და მოტოციკლი.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: შუქნიშნის სიგნალები