ავტოსკოლა

ბილეთი №63 · შუქნიშნის სიგნალები

რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა შუქნიშნის ამ სიგნალზე, თუ გზაჯვარედინის შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებით ჩახერგილია სავალი ნაწილი?

რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა შუქნიშნის ამ სიგნალზე, თუ გზაჯვარედინის შემდეგ…
  1. ამხოლოდ რუხი ავტომობილის მძღოლს✓ სწორი პასუხი
  2. ბმხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლს
  3. გარცერთი ავტომობილის მძღოლს
  4. დორივე ავტომობილის მძღოლს

რატომ?

თუნდაც შუქნიშანი გავლის უფლებას იძლეოდეს, გზაჯვარედინზე არ უნდა შეხვიდე, თუ გასასვლელი ჩახერგილია და შუაში გაჩერება მოგიწევს: განივ მოძრაობას გზას გადაუკეტავ. ამიტომ შესვლა ეკრძალება იმ მძღოლს, ვისაც გასასვლელი ჩახერგილი აქვს — ამ შემთხვევაში რუხს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მძღოლი არ უნდა გავიდეს გზაჯვარედინზე, თუ შექმნილია ისეთი ხერგილი, რომ იგი, სავარაუდოდ, იძულებული გახდება, გაჩერდეს გზაჯვარედინზე და ამით დააბრკოლოს განივი მიმართულებით მოძრაობა. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, თუ შუქნიშნის მაშუქი სიგნალები იძლევა მოძრაობის უფლებას.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: შუქნიშნის სიგნალები