ბილეთი №221 · მარეგულირებლის სიგნალები
მარეგულირებლის მიერ წითელი სინათლის მოძრაობა საგზაო მოძრაობის მონაწილეთათვის, რომელთა მხარესაც მიმართულია ეს სინათლე, ნიშნავს სიგნალს:
- აგაჩერების შესახებ✓ სწორი პასუხი
- ბმოძრაობის აჩქარების შესახებ
- გმოახლოებული საფრთხის შესახებ
რატომ?
წითელი სინათლის მოძრაობა მარეგულირებლის სიგნალია, რომელიც „სდექ“ სიგნალს აძლევს ყველას, ვისკენაც სინათლეა მიმართული. წითელი აქაც იგივეს ნიშნავს, რასაც შუქნიშანზე — გაჩერებას.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - წითელი სინათლის მოძრაობა - ეს სიგნალი ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის, რომელთა მხარესაც მიმართულია ეს სინათლე, ნიშნავს „სდექ“ სიგნალს.