ბილეთი №222 · მარეგულირებლის სიგნალები
თუ მარეგულირებელ პირთა სიგნალები ეწინააღმდეგება შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნებს, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებულნი არიან, შეასრულონ:
- ამარეგულიებლის სიგნალის მოთხოვნები✓ სწორი პასუხი
- ბშუქნიშნის მაშუქი სიგნალის მოთხოვნები
რატომ?
მარეგულირებლის სიგნალს უპირატესი ძალა აქვს შუქნიშანზე, საგზაო ნიშნებზე, მონიშვნებსა და მოძრაობის წესებზეც. ამიტომ, თუ მათი მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მარეგულირებელს უნდა დაემორჩილო. ამკრძალავი და მიმთითებელი ნიშნები გზაჯვარედინზეც მოქმედებს, სანამ ის პირდაპირ არ გიბრძანებს მათ უგულებელყოფას.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვს უპირატესი ძალა შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნების და საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნების მიმართ. გზაჯვარედინზე მარეგულირებლის მიერ მოძრაობის რეგულირებისას ამკრძალავი და მიმთითებელი საგზაო ნიშნები აგრძელებს მოქმედებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მარეგულირებელი კონკრეტულად მიუთითებს მათი მოთხოვნების უგულებელყოფაზე.