ბილეთი №802 · მოძრაობის უსაფრთხოება
დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა ისეთი ნივთიერებების გაჟონვის შემთხვევაში, რომლებიც აბინძურებენ გარემოს?
- ადასაშვებია
- ბდასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის ვალდებულებას
- გდაუშვებელია✓ სწორი პასუხი
რატომ?
ისეთი ნივთიერების გაჟონვისას, რომელიც გარემოს აბინძურებს, მანქანის მართვა აკრძალულია. მანქანა ჯერ უნდა გაიმართოს, რომ ზეთი ან საწვავი გზასა და ნიადაგს არ დააბინძუროს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ისეთი ნივთიერებების გაჟონვის შემთხვევაში, რომელიც აბინძურებს გარემოს.