ბილეთი №24 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- აშავი ავტომობილის მძღოლს✓ სწორი პასუხი
- ბწითელი ავტომობილის მძღოლს
რატომ?
გაქანების ზოლი იმისთვისაა, რომ სიჩქარე აიღო და ნაკადში უსაფრთხოდ ჩაერთო. ამ ზოლზე უნდა იმოძრაო, მეზობელ ზოლზე გადასვლისას კი იქ მოძრავს გზა უნდა დაუთმო. ამიტომ გზა შავმა ავტომობილმა უნდა დაუთმოს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, გზაზე გასასვლელ ადგილზე გაქანების ზოლის არსებობის შემთხვევაში მძღოლმა ამ ზოლზე უნდა იმოძრაოს და მეზობელ მოძრაობის ზოლზე გადაადგილებისას გზა უნდა დაუთმოს მასზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს.