ბილეთი №238 · მოძრაობის სიჩქარე
ავტომაგისტრალზე „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს არაუმეტეს:

- ა60 კმ/სთ სიჩქარით
- ბ80 კმ/სთ სიჩქარით✓ სწორი პასუხი
- გ90 კმ/სთ სიჩქარით
- დ110 კმ/სთ სიჩქარით
რატომ?
იქ, სადაც ნიშანი 60 კმ/სთ-ზე მეტ სიჩქარეს უშვებს, „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის ყველა გზაზე ზღვარი 80 კმ/სთ-ია. ავტომაგისტრალზეც ეს ზღვარი მოქმედებს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტსა და დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია, „A“ კატეგორიის, აგრეთვე „A1“ და „B1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით.