ბილეთი №240 · მოძრაობის სიჩქარე
ავტომაგისტრალზე „D1E“ ქვეკატეგორიის ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს არაუმეტეს:

- ა60 კმ/სთ სიჩქარით
- ბ70 კმ/სთ სიჩქარით
- გ80 კმ/სთ სიჩქარით✓ სწორი პასუხი
- დ90 კმ/სთ სიჩქარით
რატომ?
იქ, სადაც ნიშანი 60 კმ/სთ-ზე მეტს უშვებს, „D1“ და „D1E“ ქვეკატეგორიისთვის ზღვარი ყველა გზაზე, ავტომაგისტრალზეც, 80 კმ/სთ-ია.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტსა და დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია: „D1“ და „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით.