ავტოსკოლა

ბილეთი №242 · მოძრაობის სიჩქარე

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს „D“ კატეგორიის ავტობუსის მძღოლს მოცემული საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში?

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს „D“ კატეგორიის ავტობუსის მძღოლს მოცემული საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში?
  1. ა60 კმ/სთ სიჩქარით
  2. ბ80 კმ/სთ სიჩქარით✓ სწორი პასუხი
  3. გ90 კმ/სთ სიჩქარით
  4. დ110 კმ/სთ სიჩქარით

რატომ?

იქ, სადაც ნიშანი 60 კმ/სთ-ზე მეტს უშვებს, „D“ კატეგორიის ავტობუსისთვის ზღვარი ავტომაგისტრალზე 80 კმ/სთ-ია, სხვა გზაზე კი 70. ამ სიტუაციაში მოქმედებს 80 კმ/სთ-ის ზღვარი.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტსა და დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია „D“ და „DE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით.

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობის სიჩქარე