ბილეთი №241 · მოძრაობის სიჩქარე
რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს „D“ კატეგორიის ავტობუსის მძღოლს მოცემული საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში?

- ა50 კმ/სთ სიჩქარით
- ბ60 კმ/სთ სიჩქარით✓ სწორი პასუხი
- გ70 კმ/სთ სიჩქარით
- დ90 კმ/სთ სიჩქარით
რატომ?
დასახლებულ პუნქტში ზღვარი 60 კმ/სთ-ია, თუ ნიშანი სხვას არ ამბობს. ამიტომ „D“ კატეგორიის ავტობუსსაც 60 კმ/სთ-ის ზღვარი აქვს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ პუნქტში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო საცხოვრებელ ზონაში − არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით. თუ დასახლებულ პუნქტში საგზაო პირობები იძლევა მაღალი სიჩქარით მოძრაობის შესაძლებლობას, შესაბამისი საგზაო ნიშნის დადგმით მოძრაობის სიჩქარე შეიძლება გაიზარდოს გზის ცალკეულ მონაკვეთებზე.