ავტოსკოლა

ბილეთი №245 · მოძრაობის სიჩქარე

მოცემულ სიტუაციაში, არღვევს თუ არა საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრავი „C“ კატეგორიის სატვირთო ავტომობილის მძღოლი?

მოცემულ სიტუაციაში, არღვევს თუ არა საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრავი „C“ კატეგორიის სატვირთო…
  1. აარღვევს✓ სწორი პასუხი
  2. ბარ არღვევს

რატომ?

იქ, სადაც 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარეა დაშვებული, მძღოლმა სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან რაც შეიძლება ახლოს უნდა იმოძრაოს. მარცხენა ზოლის დაკავება აკრძალულია, როცა მარჯვენა თავისუფალია, გარდა დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნებისა. ამ სიტუაციაში „C“ კატეგორიის სატვირთო წესს არღვევს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დაუსახლებელ და დასახლებულ პუნქტებში სავალი ნაწილის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მძღოლმა უნდა იმოძრაოს სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. აკრძალულია მარცხენა ზოლის დაკავება, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია, გარდა დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების შემთხვევისა.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობის სიჩქარე