ავტოსკოლა

ბილეთი №247 · მოძრაობის სიჩქარე

რა მაქსიმალური სიჩქარით აქვს მოძრაობის გაგრძელების უფლება „C“ კატეგორიის სატვირთო ავტომობილის მძღოლს დასახლებულ პუნქტში გზის ამ მონაკვეთზე?

რა მაქსიმალური სიჩქარით აქვს მოძრაობის გაგრძელების უფლება „C“ კატეგორიის სატვირთო ავტომობილის მძღოლს დასახლებულ…
  1. ა50 კმ/სთ სიჩქარით
  2. ბ60 კმ/სთ სიჩქარით✓ სწორი პასუხი
  3. გ70 კმ/სთ სიჩქარით
  4. დ90 კმ/სთ სიჩქარით

რატომ?

დასახლებულ პუნქტში ზღვარი 60 კმ/სთ-ია, თუ ნიშანი სხვას არ ამბობს. ამიტომ „C“ კატეგორიის სატვირთოსაც იგივე ზღვარი აქვს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ პუნქტში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო საცხოვრებელ ზონაში − არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით. თუ დასახლებულ პუნქტში საგზაო პირობები იძლევა მაღალი სიჩქარით მოძრაობის შესაძლებლობას, შესაბამისი საგზაო ნიშნის დადგმით მოძრაობის სიჩქარე შეიძლება გაიზარდოს გზის ცალკეულ მონაკვეთებზე. ამავე კანონის პირველი დანართის 5.23.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.23.1 „დასახლებული პუნქტის დასაწყისი“ - მიუთითებს იმ დასახლებული პუნქტის დასაწყისს, რომელშიც მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები.

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობის სიჩქარე