ავტოსკოლა

ბილეთი №275 · გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით

ეკრძალება თუ არა დაუსახლებელ პუნქტში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება, თუ ტრაქტორი მოძრაობს 30 კმ/სთ სიჩქარით?

ეკრძალება თუ არა დაუსახლებელ პუნქტში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება, თუ ტრაქტორი მოძრაობს 30…
  1. აეკრძალება✓ სწორი პასუხი
  2. ბარ ეკრძალება

რატომ?

ნელი ტრაქტორი (30 კმ/სთ) გასწრების წესებს არ ცვლის. გასწრება მარცხნიდან უნდა განხორციელდეს, მარჯვნიდან — მხოლოდ მაშინ, თუ წინა მძღოლმა მარცხნივ მოხვევის სიგნალი მისცა. სადაც 80 კმ/სთ-ზე მეტია ნებადართული, მარცხენა ზოლს მაშინ ვერ დაიკავებ, როცა მარჯვენა თავისუფალია.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კანონის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დაუსახლებელ და დასახლებულ პუნქტებში სავალი ნაწილის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მძღოლმა უნდა იმოძრაოს სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. აკრძალულია მარცხენა ზოლის დაკავება, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია, გარდა დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების შემთხვევისა. ამავე კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გასწრება უნდა განხორციელდეს მარცხენა მხრიდან. მარჯვენა მხრიდან გასწრება ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ მძღოლმა, რომელსაც უსწრებენ, მისცა სიგნალი, რომ მარცხნივ მოხვევას აპირებს, და თავისი სატრანსპორტო საშუალება ისე მიმართა, რომ შეუხვიოს სხვა გზაზე ან შევიდეს გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ან გაჩერდეს ამ მხარეს.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით