ბილეთი №277 · გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით
რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- ამხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი
- ბმხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
- გორივე ავტომობილის მძღოლი
- დარცერთი ავტომობილის მძღოლი✓ სწორი პასუხი
რატომ?
გზაჯვარედინზე და მის წინ გასწრება აკრძალულია, მაგრამ ორი გამონაკლისია: როცა მარჯვნიდან გასწრება წესით ნებადართულია (წინა მძღოლმა მარცხნივ მოხვევის სიგნალი მისცა) და როცა გასწრება უპირატეს გზაზე ხდება. სწორედ ეს გამონაკლისები აქცევს ორივე მანევრს დასაშვებად.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გასწრება უნდა განხორციელდეს მარცხენა მხრიდან. მარჯვენა მხრიდან გასწრება ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ მძღოლმა, რომელსაც უსწრებენ, მისცა სიგნალი, რომ მარცხნივ მოხვევას აპირებს, და თავისი სატრანსპორტო საშუალება ისე მიმართა, რომ შეუხვიოს სხვა გზაზე ან შევიდეს გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ან გაჩერდეს ამ მხარეს. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის „ა.ა“ და “ა.ბ“ ქვეპუნქტების თანახმად ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია წრიულმოძრაობიანი გზაჯვარედინისაგან განსხვავებულ გზაჯვარედინზე ან უშუალოდ ამ გზაჯვარედინის წინ, გარდა: ა.ა) ამ კანონით გათვალისწინებული მარჯვნიდან ნებადართული გასწრების შემთხვევისა; ა.ბ) იმ შემთხვევისა, როდესაც გასწრება ხორციელდება გზაზე, რომელზე მოძრაობის დროსაც მძღოლს ენიჭება გზაჯვარედინზე უპირატესი მოძრაობის უფლება.