ავტოსკოლა

ბილეთი №274 · გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით

აქვს თუ არა თეთრი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრების უფლება?

აქვს თუ არა თეთრი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრების უფლება?
  1. ააქვს უფლება
  2. ბარ აქვს უფლება✓ სწორი პასუხი

რატომ?

რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ 100 მ-ზე ახლოს გასწრება აკრძალულია, თუ იქ მოძრაობას გზაჯვარედინის ტიპის შუქნიშანი არ არეგულირებს. ნიშანი „რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი“ ასეთ ადგილთან მიახლოების შესახებ გაფრთხილებს. ამიტომ გასწრების უფლება არ გაქვს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ 100 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ადგილებში მოძრაობა რეგულირდება ისეთი ტიპის შუქნიშნით, რომელიც გზაჯვარედინებზე გამოიყენება. ამავე კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.1. „რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი“ − იძლევა გაფრთხილებას რკინიგზის შლაგბაუმიან გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე. ამავე თავის შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ნიშნები 1.1, 1.2, 1.10, 1.11, 1.23, 1.24 და 1.26 ნიშნები მეორდება დაუსახლებელ პუნქტში, ხოლო 1.24 და 1.26 ნიშნები − დასახლებულ პუნქტშიც. მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მეტრ მანძილზე.

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით