ავტოსკოლა

ბილეთი №454 · მოძრაობა ავტომაგისტრალზე

რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
  1. ამხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი
  2. ბორივე ავტომობილის მძღოლი✓ სწორი პასუხი
  3. გმხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
  4. დარცერთი ავტომობილის მძღოლი

რატომ?

ავტომაგისტრალზე ორი წესია: 3,5 ტონაზე მეტი დასაშვები მასის ტვირთის გადამზიდავი მეორე ზოლის იქით ვერ მოძრაობს, გასვლისას კი ჯერ დროულად გადადიხარ გასასვლელის მიმდებარე ზოლზე, მერე შედიხარ შენელების ზოლზე. ამ სიტუაციაში ორივე მძღოლი ერთ-ერთ ამ წესს არღვევს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე მძღოლს ეკრძალება მეორე ზოლის იქით იმ ტვირთის გადამზიდავი ავტომობილით (მისაბმელებით ან მათ გარეშე) მოძრაობა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება ან იმ მისაბმელიანი ავტომობილებით მოძრაობა, რომელთა საერთო სიგრძე 7 მეტრზე მეტია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახამდ, ავტომაგისტრალიდან გამოსვლისას მძღოლი დროულად უნდა გადავიდეს ავტომაგისტრალიდან გამოსასვლელის მიმდებარე ზოლზე და რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს მოძრაობის შენელების ზოლზე, თუ ასეთი ზოლი არსებობს.

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობა ავტომაგისტრალზე